0
მენიუ
banner banner

რას სთავაზობს რე|ბანკი სმარტ აკადემიის სტუდენტებს? - ტოპ შეთავაზება ტოპ|ქარდის მფლობელებს

რას სთავაზობს რე|ბანკი სმარტ აკადემიის სტუდენტებს? - ტოპ შეთავაზება ტოპ|ქარდის მფლობელებს

სულ ახლახან, სმარტ აკადემია და რე|ბანკი პარტნიორები გახდნენ. კურსის საფასურის გადახდა რე|ბანკის ტოპ|ქარდით უკვე შეგიძლია, თანაც პრომო-კოდის წარდგენის შემთხვევაში, სპეციალურ ფასდაკლებასაც მიიღებ. თანამშრომლობის შესახებ რე|ბანკის მარკეტინგისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, ანანო ქორქია გვიყვება:

S: რატომ არის თქვენთვის საინტერესო სმარტ აკადემიასთან თანამშრომლობა?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ტოპ|ქარდის მომხმარებლებს მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ. ამასთან, ცხადია, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩვენი პარტნიორებისგან მათ ხარისხიანი პროდუქტი თუ მომსახურება მიიღონ. სმარტ აკადემია სტუდენტებს მრავალფეროვან კურსებს სთავაზობს, თანაც ყველაზე მოთხოვნად პროფესიებზე. ამიტომ გვახარებს ის ფაქტი, რომ სტუდენტისთვის საკმარისი თანხის სრულად არქონა დამაბრკოლებელი ფაქტორი ვეღარ იქნება და ცოდნის მიღებაში მას ტოპ|ქარდი დაეხმარება.

S: რა უპირატესობით ისარგებლებენ სტუდენტები, რომლებიც არჩევანს ტოპ ქარდით გადახდაზე შეაჩერებენ?

სტუდენტებს კიდევ უფრო მეტი მოტივაცია რომ მივცეთ, 15 სექტემბრის ჩათვლით ასეთ აქციას ვთავაზობთ - ტოპ|ქარდით სმარტ აკადემიაში გადახდისას ისინი 100-ლარიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. დარჩენილ ხარჯს კი 3 თვეზე ყოველგვარი დანამატის გარეშე გაანაწილებენ. ამასთან, კურსის აგვისტოში ყიდვის შემთხვევაში ისინი 3+2-თვიანი ვადით ისარგებლებენ, ანუ სრულ ღირებულებას 5 თვეზე გადაანაწილებენ. ვფიქრობთ, ეს გადახდას მნიშვნელოვნად გაუმარტივებთ.

-იპოვე სასურველი მიმართულება სმარტ აკადმეიის 40-მდე სპეციალობას შორის. გადახედე აქ. 

S: მოგვიყევით ტოპ|ქარდის უპირატესობებზე. რა გამოარჩევს მას სხვა საკრედიტო ბარათებისგან და რას ნიშნავს ხარჯების დანამატის გარეშე განაწილება?

ტოპ|ქარდის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ შეგიძლია იყიდო ნებისმიერი რამ ახლა და დაფარო მერე. ბარათზე წინასწარ გაქვს დამტკიცებული 250-დან 10 000 ლარამდე თანხა, რომლის გამოყენებაც ყველგან შეგიძლია. ხარჯი რეკომენდებულ ვადებზე გინაწილდება და თუ ამ ვადებში აკეთებ შენატანებს, არ გერიცხება პროცენტი ან საკომისიო. ანუ თუ რამე ნივთის/სერვისის ყიდვა გინდა და საკმარისი თანხა იმ მომენტში სრულად არ გაქვს, არ გიწევს დაელოდეო ხელფასს, ჯეკპოტს ან რამე სხვა შემოსავალს. შეგიძლია იყიდო ტოპ|ქარდით ახლავე და ეტაპობრივად დაფარო. თანაც, ბარათზე არსებული თანხის გამოყენება მრავალჯერადად შეგიძლია.

S: რა სიახლეებს ჰპირდებით მომხმარებლებს უახლოეს მომავალში?

ახალი თუ არსებული მომხმარებლებისთვის აქციები ყოველთვის გვაქვს, იქნება ეს გაზრდილი ვადები, ფასდაკლებები, ქეშბექი თუ სხვა. აგვისტოში რე|ბანკის დაბადების დღესთან დაკავშირებით, კიდევ უფრო მრავალფეროვანი აქციები გვაქვს:

·       +2 თვე ტოპ|ქარდით პარტნიორებთან შოპინგისას

·       -2% სესხის რე|ბანკში გადმოტანისას;

·       20%-იანი ფასდაკლება (მაქს. 100₾) ვენდუში ტოპ|ქარდით გადახდისას;

·       extra.ge-ზე შოპინგისას უფასო მიტანის სერვისი საქართველოს მასშტაბით;

·       ნებისმიერ პირველ შენაძენზე 6-თვიანი ვადა პარტნიორთანაც და არაპარტნიორთანაც;

·       10 თვე ელიტ ელექტრონიქსში ტოპ|ქარდით პირველ გადახდაზე.

ცხადია, სასიამოვნო სიახლეებსა და შემოთავაზებებს მომავალშიც ვგეგმავთ. იქნება ეს აქციები თუ კიდევ უფრო გამარტივებული სერვისები.

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები